#სახლისკენ - ვირტუალური ექსკურსია საქართველოს თეატრებში
#სახლისკენ - ვირტუალური ექსკურსია საქართველოს თეატრებში

არის თუ არა საქართველო „ზედმეტად“ თეატრალური ქვეყანა? რა როლი ითამაშა ქართულმა თეატრმა ქართული ენისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში? რამ განაპირობა მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეების აქტიური მონაწილეობა ქვეყნის თეარტალურ ცხოვრებაში? რა დანიშნულება ჰქონდა შენობებს, რომლებშიც იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები თავდაპირველად? ძველი თბილისის რომელ უბანში იყო თავმოყრილი და რა თავისებურებები ახასიათებდა თეატრალური წარმოდგენებისთვის განკუთვნილ შენობებს, რომლის ავტორებიც რუსეთის იმპერიაში მოღვაწე ევროპელი არქიტექტორები იყვნენ? სად იმართებოდა პროვინციული ქალაქების თეატრალურ დასების სპექტაკლები და რომელი შენობები შეიძლება ჩაითვალოს გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობად, მიუხედავდ იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის მხოლოდ პროექტებიღაა შემორჩენილი? დაიბრუნებს თუ არა პირვანდელ სახეს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სოფელ ზემო მაჩხაანის თეატრის შენობა, რომელიც თავის დროზე ადგილობრივების მიერ საქველმოქმედო წარმოდგენების გამართვის შედეგად შეგროვილი ფულით აშენდა და რასაც აქტიურად აშუქებდა იმჟამინდელი პრესა?

სტუმარი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირმა დოლიძე (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: