სოციალური ღია სტუდია - ტექნიკური დათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმები იზრდება
ტექნიკური დათვალიერების გაუვლელობის გამო 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 500 ლარის გადახდა მოუწიოს ავტომფლობელ იურიდიულ პირს, ფიზიკურ პირს კი 300 ლარის გადახდა. სწორედ ასეთი კანონპროექტი განიხილება ამჟამად საქართველოს პარლამენტში.
გაზრდილი ჯარიმების გადახდა მოუწევს ყველას, ვინც ავტოტრანსპორტის ტექნიკურ დათვალიერებას არ გაივლის, ან ტექდათვალიერების შედეგად დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებს. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.
სტუმრები: გიორგი შიოლაშვილი, ტექინსპექტირების კავშირის „ტექინსპექტირება-უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისათვის“ თავმჯდომარე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: