სოციალური ღია სტუდია - საზაფხულო პროგრამა ახალგაზრდებისათვის I 21.06.2023
სოციალური ღია სტუდია - საზაფხულო პროგრამა ახალგაზრდებისათვის I 21.06.2023

დედაქალაქის მერია ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს ამ ზაფხულისთვის. შარშან 2500-მა ახალგაზრდამ ისარგებლა სხვადასხვა აქტივობით და შინაარსიანად გაატარა ზაფხული. წელს ორჯერ მეტს, 5000-მდე ახალგაზრდას ველოდებით – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე უძილაურმა.

მათ განკარგულებაში იქნება კარტინგი, მინი გოლფის მოედანე, სასროლეთი, მუნიციპალური საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები. გაიმართება შეჯიბრებები ჯომარდობაში და ტურისტული ლაშქრობები თბილისის შემოგარენში. ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო კვებით და ტრანსპორტირებით.

სტუმარი: სალომე უძილაური – ქალაქ თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: