„რეკონსტუქცია-რეაბილიტაციის ყველაზე დიდი პროექტი დედაქალაქში ახლა მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს“ – განაცხადა გადაცემის სტუმარმა და იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში, სასწავლო წლის დაწყებისთვის, ძირითადი სამუშაოები დამთავრდება და ტრანსპორტი მელიქიშვილზე გადაადგილებას შეძლებს.
მთავარი სიახლე კი ისაა, რომ საქალაქო ტრანსპორტისთვის მელიქიშვილის ქუჩა ორმხრივი გახდება და რუსთაველიდან ვაკეში მიმავალ ავტობუსებს აღარ მოუწევთ გმირთა მოედანზე გავლა.
სტუმარი: ლევან ნაროუშვილი – მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: