სოციალური ღია სტუდია - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო საქმიანობას აჯამებს
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ორწლიან მუშაობას აჯამებს. სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ „ღია სტუდიაში“ ისაუბრა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო 2020 წელს ჩამოყალიბდა, რათა ზოგადად ზრუნვის სისტემა მეტად განვითარდეს და სერვისებიც ეფექტურად მართოს.
მერი მაღლაფერიძის განცხადებით, სააგენტომ შეიმუშავა 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, რათა დროულად მიიღონ მათთვის აუცილებელი მომსახურებები. მისი თქმით, ეფექტურად განხორციელდა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა.
სააგენტომ ორი წლის განმავლობაში 29 ათას ბენეფიციარს აღმოუჩინა დახმარება. სააგენტოს დირექტორის მერი მაღლაფერიძის განცხადებით ქვეყნის რეგიონებში ფართოვდება სოციალური მუშაკების საქმიანობა და იზრდება მათი სახელფასო ანაზღაურება.
სატელეფონო ჩართვა: მერი მაღლაფერიძე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: