სოციალური ღია სტუდია - საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები რიკოთზე I 12.04.2023
„სააღდგომოდ რიკოთზე მიმოსვლა სრულად იქნება აღდგენილი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისთვის“, – განაცხადა საავტომობილო გზების თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა. მისი თქმით, გზა გაფართოვდა, მისი გაწმენდაც მთავრდება.
იმ ფერდობზე კი, საიდანაც მეწყერი ჩამოწვა, ახლა, იმის გამო, რომ ძალიან მიუდგომელია, მთამსვლელები მუშაობენ.
ძალიან მალე ავტომანქანებს აღარ მოუწევთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შემოვლითი გზით სარგებლობა. რიკოთი უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
სატელეფონო ჩართვა რიკოთიდან: ლევან კუპატაშვილი – საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: