სოციალური ღია სტუდია - რას მოიტანს თბილისში მგზავრობის სააბონენტო სისტემა
თბილისის მერიის ტრანსპოტრის და ურბანული განვითარების სააგენტოს დირექტორის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, საქალაქო ტრანსპორტით ეთჯერადი სარგებლობის ტარიფი იზრდება, მაგრამ მათთვის ვინც ინტენსიურად სარგებლობს საქალაქო ტრანსპორტით, სააბონენტო სისტემა არა თუ გაძვირდება, არამედ პირიქით – გაიაფდება.
მისი განმარტებით, გაძვირება შესამჩნევი იქნება ერთჯერადად მოსარგებლეებისთვის და ტურისტებისთვის. ამავე დროს, თბილისის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა ბევრად იაფი იქნება ვიდრე ევროპის ქალაქებშია.
სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც უფასოდ მგზავრობდნენ საქალაქო ტრანსპორტით, კვლავ უფასოდ იმგზავრებენ. ასევე არ გაუქმდება შეღავათები პესნიონერებისთვის, პედაგოგებისთვის და კიდევ სხვა ჯგუფებისთვის.
სტუმარი: ვიქტორ წილოსანი – თბილისის მერიის ტრანსპოტრის და ურბანული განვითარების სააგენტოს დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: