სოციალური ღია სტუდია - პოსტკოვიდური ცხოვრების სწორად მართვა I 05.10.2022
სოციალური ღია სტუდია - პოსტკოვიდური ცხოვრების სწორად მართვა I 05.10.2022

„კოვიდი არსად წასულა და ახლა, როცა სეზონური რესპირატორული დაავადებების დრო მოდის, შეუძლებელია სიმპტომების მიხედვით იმის გარჩევა, კოვიდით დაავადდა ადამიანი, თუ სეზონური ვირუსით“.

როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, პირველივე სიმპტომის დროს აუცილებელია ტესტირება. სხვაგვარად წარმოუდგენელია იმის დადგენა, კოვიდინფიცირებულია პაციენტი, თუ არა.

სტუმარმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვაქცინაციის აუცილებლობაზე, რათა ინფიცირების შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ ლეტალური გამოსავალი.

სტუმარი: ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: