სოციალური ღია სტუდია - ნინო ველთაური: არაკეთილსინდისიერ გერმანელ დამსაქმებელს პასუხი უნდა მოეთხოვოს
სოციალური ღია სტუდია - ნინო ველთაური: არაკეთილსინდისიერ გერმანელ დამსაქმებელს პასუხი უნდა მოეთხოვოს

პროფკავშირების იურისტის თამილა გამაიძის განცხადებით, გერმანიაში ლეგალურად წასული ჩვენი მოქალაქეების ერთ ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს უჩივლოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. მათი მტკიცებით, გერმანიაში დასაქმებულებს პრობლემები შეექმნათ და ქართულმა სააგენტომ არ შეასრულა მონიტორინგისა და მფარველობის ვალდებულება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განაცხადა, რომ მათი ორგანიზებით 12 ჯგუფია გერმანიაში გაგზავნილი სეზონურ სამუშაოზე და ამ ერთი ჯგუფის გარდა, ყველგან გამართულად ხორციელდება საქმიანობა, როგორც ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ჯგუფს, გერმანულმა მხარემ, დამსაქმებელმა, დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ველთაურის თქმით, სააგენტო, საქართველოს საკონსულოსთან ერთად, ყველაფერს აკეთებს, რომ ამ არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს პასუხიც მოეთხოვოს და ზარალის ანაზღაურებაც დაეკისროს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: