„მომავალი წლის თებერვლიდან განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება“, – განაცხადა ტექინსპეტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა.
განმეორებითი ინსპექტირების საფასური არ იქნება მაღალი, მაგრამ სასურველია, ავტომფლობელებმა ისეთ გამართულ მდგომარეობაში მიიყვანონ სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირების ცენტრებში, რომ განმეორებითი ინსპექტირება არ გახდეს საჭირო.
ა/სამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ტექდათვალიერების მოთხოვნები, მათ შორის გამონაბოლქვის შემცირების მოთხოვნა უახლოვდება ევროსტანდარტებს.
სტუმრები: გიორგი შიოლაშვილი – ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი,
ეკა ლალიაშვილი – ა/ო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ ხელმძღვანელი