ღია სტუდია - მშობლების დედა ენა
ღია სტუდია - მშობლების დედა ენა
  • ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდი აწარმოებენ კამპანიას რომლის მიზანია მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავება. ამ კამპანიის, ფარგლებში მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „მშობლების დედა ენა“. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის განცხადებით, კამპანიის მსვლელობისას შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები კეთდება იმაზე, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში უმთავრესი უნდა გახდეს ურთიერთგაგება. მშობლებმა უფრო ხშირად, უფრო მეტად უნდა მოუსმინონ შვილებს, გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები – განაცხადა პედაგოგმა გიორგი ლიპარიშვილმა.

სტუმრები: მაია ქურციკიძე – გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი; გიორგი ლიპარიშვილი – პედაგოგი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: