მალე ორასამდე გაიზრდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზე ფასებიც გაიაფდა – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
ამჟამად სააფთიაქო ქსელებში უკვე იყიდება 50 დასახელების ძალიან საჭირო და მოთხოვნადი მედიკამენტები, რომელთა ღირებულება 50-60%-ით არის შემცირებული. ზოგი წამლის ფასი კი 80%-ითაც შემცირდა.
ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორმა მეგი საჯაიამ კმაყოფილება გამოთქვა მედიკამენტების გაიაფების გამო და განაცხადა, რომ საჭიროა ოჯახის ექიმების სწორად ინფორმირება – გამოწერონ გაიაფებული მედიკამენტები, რომელთა ხარისხი საერთაშორისო სტანდარტს ნამდვილად აკმაყოფილებს.
სატელეფონო ჩართვა: ილია ღუდუშაური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,
მეგი საჯაია, საქართველოს ჯანმრთელობის ფედრაციის დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: