„კოვიდრეგულაციები შემსუბუქდა – ნიღბის ტარება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას არის სავალდებულო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „კოვიდი“ აღარ არსებობს“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა და შეახსენა მსმენელებს, რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება დაავადების შემთხვევაში გადარჩენისა.
სწორედ ვაქცინაციის არასასურველი მასშტაბისა და მოცულობის გამო იყო გაზრდილი სიკვდილიანობა ჩვენს სახელმწიფოში.
სტუმარი: პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: