საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს კონკურსს, რომლის მიზანია ახალი სოციალური საწარმოების ამოქმედება. სოციალური მეწარმეობის განვითარების გრანტ-მენეჯერის ანა ილურიძის ინფორმაციით, განაცხადების მიღება 30 ივლისს შეწყდება. კონკურსის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და გამარჯვებულები გრანტის სახით 5 ათასიდან – 15 ათასამდე ევროს მიიღებენ. გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ სოციალური მეწარმეობა საქართველოში ჯერ-ჯერობით კანონით არ არის განმარტებული, მაგრამ სოციალური მეწარმეობა – ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელსაც აქვს კონკრეტული სოციალური მისია: მაგალითად, ყოფილი მსჯავრდებულების, შშმ პირების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მარტოხელა დედების ან ხანგრძლივად დაუსაქმებელი ადამიანების დასაქმება.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: