საქართველოს ფოსტა მოქალაქეებისგან იღებს და უკრაინაში უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთებს-გზავნილებს.
„ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ ფოსტის ამ შეთავაზებით და უკვე 6 ტონა ასეთი ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში“, – განაცხადა ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გაცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ძიუდოს აკადემიაში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მერიის ორგანიზებით გროვდება პროდუქტი და მედიკამენტები. მერის მოადგილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების ერთი პარტია უკვე გაიგზავნა.
თბილისის მერია თანხის შეგროვებასაც უწევს ორგანიზებას – უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია შეგროვებული.
სტუმარი: ლევან ჩიკვაიძე – საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი.
სატელეფონო ჩართვა: ილია ელოშვილი – თბილისის მერის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: