სოციალური ღია სტუდია - გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული საქართველოში
ქალაქებში ავტომანქანით გადაადგილებისთვის სიჩქარის შეზღუდვა 50 კმ/სთ უნდა დაწესდეს – განაცხადა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ.
მისივე თქმით, სკოლებთან დასაშვები უნდა იყოს 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. სწორედ სიჩქარის შეზღუდვაა გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მთავარი მოთხოვნა.
კვირეული მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მათ შორის საქართველოშიც. დღეს მნივნელოვანი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ – განაცხადა ექსპერტმა ეკა ლალიაშვილმა.
ყველა თანხმდება, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი გადაადგილების უსაფრთხოებისათვის.
სტუმარი: ირაკლი იზორია, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი Gogi,
სატელეფონო ჩართვა: ეკა ლალიაშვილი, ა/ო „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“ – დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: