სოციალური ღია სტუდია - დარღვევები თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების პროცესში I 05.07.2023
„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი სახელმწიფო პროგრამით, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. ე.წ. „სამასპინძლო დაწესებულებებში“ – კაფეებში, რესტორნებში კანონდარღვევის მიჩქმალვის ახალი ფორმა გამოიკვეთა“, – განაცხადა თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა გიორგი მაღრაძემ.
„შენობებზე აბრები ჩამოხსნილი აქვთ, თუმცა სტუმრებს ძველებურად მასპინძლობენ და თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმს და ჩილიმს მოიხმარენ. მონიტორებს პასუხობენ, რომ ბიზნესობიექტი დაიკეტა და პირადი წვეულებები აქვთ, სადაც მოწევის რეგულაციების დაცვა საჭირო არ არის. სინამდვილეში აბრაჩამოხსნილი დაწესებულება მაინც ფუნქციონირებს. მსგავსი კანონდარღვევები დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა.
სტუმარი: გიორგი მაღრაძე – თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: