სოციალური ღია სტუდია - დაფუძნდა პლატფორმა „ტყის მეგობარი“ I 14.06.2023
უახლოეს მომავალში მცხეთის ჯვრის მიმდებარე შიშველი ფერდობები, 31 ჰექტარი ტყით დაიფარება – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა. ამ და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ითვალიასწინებს პლატფორმა, რომელიც რამდენიმე დღეა რაც შეიქმნა და რომლის სახელწოდებაა „ტყის მეგობარი“. პლატფორმას მრავალი მიმართულება აქვს. ის ითვალისწინებს როგორც ტყის ახალი მასივების შექმნას ასევე არსებულის მოვლას.
სტუმარი: ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: