1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს.
როგორც გადაცემის დროს აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალებით ამ საკანონმდებლო ინიციატივას უკვე განიხილავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
მაია ქურციკიძემ ინფორმაცია მოგვაწოდა იმ აქტივობების შესახებ, რასაც იუნისეფი ახორციელებს გურიასა და აჭარაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით.
ლანა გიორგიძემ ისაუბრა, იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მისი ორგანიზაცია იმისათვის, რომ ჩვენს გზებზე ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილება და სიცოცხლე იყოს დაცული.
სტუმარი: ლანა გიორგაძე – საზოგადოებრივი ორგანიზაცია your car seat- ის აღმასრულებელი დირექტორი.
სატელეფონო ჩართვა ბათუმიდან: მაია ქურციკიძე – გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: