სოციალური ღია სტუდია - არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა I 03.05.2023
სოციალური ღია სტუდია - არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა I 03.05.2023

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ორგანიზებას უმაღლესი შეფასება მისცეს“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

გარდა იმისა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საარჩევო პროცესი უფრო ორგანიზებულად და მოკლე ვადებში ჩატარდეს, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბევრად უფრო დაცულია ამომრჩეველთა ხმები, გაზრდილია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა: არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს, არამედ თითოეულ ამომრჩეველს საშუალება ეძლევა ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს არჩევნების პროცესს და უმოკლეს ვადებში გაეცნოს არჩევნების შედეგებს.

სტუმარი: ნათია იოსელიანი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: