"სიტყვა ღმერთია. ჩვენ დავბრუნდებით"…
გადაცემა ეძღვნება სამაჩაბლოდან დევნილ პოეტ ქალბატონ ციცინო ბაბუციძეს.
“მამაჩემი, დავით ბაბუციძე, მწყემსი იყო. დედა, მარიამ დემურიშვილი და ანა ბებო კოლმეურნეობაში მუშაობდნენ. ოთხი და-ძმა ვიზრდებოდით ოჯახში. მე უფროსი ვიყავი, მათ აღზრდაში ვმონაწილეობდი და შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არ მახსოვს, რომ ოდესღაც მეც ვიყავი პატარა… ჩემი ბავშვობა, მიუხედავად მეტ-ნაკლებად გაჭირვებული ყოფისა, დღემდე არ კარგავს ფერადოვნებას და, საბედნიეროდ, ჩემი სულის და შემოქმედების საგზალიც სწორედ ის არის…” – ციცინო ბაბუციძე.
სტუმრები: ციცინო ბაბუციძე, მზია ხეთაგური, მაყვალა ლიპარტელიანი და თემურ ჩალაბაშვილი.
წამყვანები: ეკა ტალახაძე და ივანე ჯაფარიძე.