რადიო ექსპრესი – ფეხბურთის ევანგელიე: ომის სუბლიმაციიდან სეკულარულ რელიგიამდე I 02.06.2026
რატომ გახდა მწვანე გაზონი კაცობრიობის ახალი კოლიზეუმი და როგორ ჩაანაცვლა სტადიონებმა ტაძრები?
დღეს გადაცემაში გია ხადურთან ერთად ვსაუბრობთ ფეხბურთზე, როგორც მეოცე საუკუნის უდიდეს სოციოკულტურულ ფენომენზე.
1954 წლის გერმანიის „ბერნის საოცრებიდან“ და კოლექტიური ტრავმების თერაპიიდან – ოცდამეერთე საუკუნის გლობალიზებულ, კაპიტალისტურ ინდუსტრიამდე.
ფეხბურთის ეგზისტენციალური კოდი, მითოლოგიური არქეტიპები და პასუხი კითხვაზე: რატომ არის ეს თამაში იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სპორტი?
ამავე კონტექსტში განვიხილავთ ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენს – როგორ იქცა პერიფერიიდან წამოსული ბიჭი გლობალურ მითად და მთელი ერის სოციალურ ფსიქოთერაპევტად. კვარაცხელია არ არის მხოლოდ ფეხბურთი; ეს არის მოედანზე დაბრუნებული პირველყოფილი იმპროვიზაცია, რომელმაც აპათიაში მყოფ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა და ახალი ეროვნული ნარატივი დაუბრუნა.
სტუმარი: გია ხადური – ჟურნალისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

