მთელი ეს როკი - მუსიკალური ლეგენდები და ბნელი საიდუმლოებები: მითები, რომლებიც რეალობას ჰგავს I 12.06.2026
მუსიკის ისტორია სავსეა არა მხოლოდ ჰიტებით, არამედ აუხსნელი მოვლენებით, შეთქმულების თეორიებითა და ლეგენდებით, რომლებიც წლების განმავლობაში ფანებს მოსვენებას არ აძლევს.
მართლა მოიპარეს თუ არა ცნობილი სიმღერების ტექსტები?
იყო თუ არა ზოგიერთი როკ-ვარსკვლავის სიკვდილი კარგად დაგეგმილი დანაშაული?
დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ ყველაზე სკანდალურ ისტორიებს – ბობ დილანის „ნასესხებ“ შემოქმედებიდან დაწყებული, ჯიმ მორისონის გაქცევითა და სტივენ კინგის მიერ ჯონ ლენონის „მკვლელობის“ აბსურდული თეორიით დამთავრებული.
შემოგვიერთდით და ერთად გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის.
- Bob Dylan – Blowin’ in the Wind;
- The Rolling Stones – Ruby Tuesday;
- AC/DC – Highway to Hell;
- John Lennon – Slippin’ and Slidin’;
- Motorhead – Rock ‘n’ Roll;
- The Doors – Love her madly;
- Jimi Hendrix – Hey Joe;
- Nirvana – Where did you sleep last night;
- Kiss – I Love It Loud;
- Depeche Mode – Personal Jesus;
- Phil Collins – In the Air Tonight;
- Eagles – Hotel California.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
