საუკეთესო წიგნები - გურამ ბათიაშვილი "ბიბლიაზე"
საუკეთესო წიგნები - გურამ ბათიაშვილი "ბიბლიაზე"

ბიბლია  — იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „წმინდა“ წიგნების კრებულია. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას.

 

ძველი აღთქმა

ძველი აღთქმის (39 წიგნი) დიდი ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში (ეზრასი და დანიელისა), გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველი აღთქმა შედგენილობის მხრივ მეტად სხვადასხვაგვაროვანი კრებულია; შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, შეიცავს ადამიანთა ცხოვრების ამსახველ ფაქტებს სხვადასხვა ეპოქისა და სოციალურ ფენათა მსოფლმხედველობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტებს, განსხვავებულ რელიგიურ კულტებთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიისა და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს. ამ ნაირგვარი მასალის შეკრება, რედაქცია და კანონიზაცია მჭიდროდ უკავშირდება ძველ ებრაულ მონოთეისტური რელიგიურ კონცეფციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. საბოლოო სახე ებრაულმა ძველმა აღთქმამ საკმაოდ გვიან მიიღო. მისი კანონიზაცია დაიწყო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ – ძვ. წ. V საუკუნისა და დამთავრდა დაახლოებით ახ. წ. II საუკუნეში.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის რედაქტორები ტექსტის გაერთიანებისას ცდილან მთლიანად მოეშალათ პირვანდელი სხვაობანი, წიგნს მაინც ახასიათებს შინაარსობრივი, ენობრივ-სტილისტური და ჟანრობრივი სიჭრელე. ხშირია როგორც შინაარსობრივი, ასევე ფაქტობრივი შეცდომები და წინააღმდეგობები. ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არ აქვს, იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება კანონი (ებრ. თორა), მის შედგენას ტრადიცია მოსეს მიაწერს, შედგება ხუთი წიგნისაგან (დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული); მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი; მასში შედის წიგნები – ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12 მცირე წინასწარმეტყველისა – ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასუ, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი. მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე). ქრონოლოგიური ზღვარი ძველი აღთქმის ცალკეულ ნაწილებს შორის მეტად დიდია.

 

თანახი (ებრ. תַּנַ”ךְ) — წმინდა წერილების სათაური, მიღებული ივრითში (ქრისტიანულ ტრადიციაში, პრაქტიკულად სრულიად შეესაბამისება ძველ აღთქმას).

სიტყვა ”ი” არის აბრევიატურა, შედგენილი თანახის სამი ნაწილის პირველი ასოებიდან:

ტერმინი გაჩნდა ებრაელი თეოლოგების შუასაუკუნოვან შრომებში.

 

მოკლე შენაარსი:

ქვეყანაზე არსებულ წიგნებს შორის ყველაზე ჭეშ-მარიტი და სასარგებლო წმინდა ბიბლიაა. სიტყვა ბიბლია ბერძნულია და „წიგნებს” ნიშნავს. რატომაა ბიბლია ერთი წიგნი, ხოლო ჰქვია „წიგნები”? იმიტომ, რომ ბიბლიაში სინამდვილეში არა ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე წიგნია თავმოყრილი, ისინი ერთ წიგნადაა შეკრებილი და ჰქვია წმ. ბიბლია ან წმინდა წიგნი. წმინდა იმიტომ ეწოდებათ, რომ ისინი დაწერილია სულიწმიდის შთა-გონებით, წმიდა ადამიანების მიერ.

   ვინ და როდის დაწერა ბიბლია? ის დაიწერა სხვადასხვა ადამიანე-ბის მიერ სხვადასხვა დროს. ერთი ნაწილი წიგნებისა დაწერილია ქრისტეს შობამდე და მათ ეწოდებათ „ძველი აღთქმის” წიგნები. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა ადამიანებს მხსნელის გა-მოგზავნა აღუთქვა, ხოლო ახალი აღთქმის მიხედვით, შეასრულა დანაპირები. ასევე აღგვითქვა ზეციური სასუფეველი, ხოლო ჩვენგან სანაცვლოდ ითხოვდა და ითხოვს, რომ გვწამდეს მხსნელის, ვიცხოვროთ მაღალზნეობრივად და შევასრულოთ მისი მცნებები. ორივე აღთქმა დაწერილია ქაღალდზე, ისე როგორც ხელშეკრულება, რომ ყველამ წაიკითხოს და დაინახოს, რას გვაძლევს და რას ითხოვს ჩვენგან ღმერთი.

  მოსე წინასწარმეტყველამდე, რომელმაც ღმერთი სინას მთაზე იხი-ლა, წიგნი არ არსებობდა და ადამიანები, რაც ესმოდათ ღვთის შესახებ, ერთმანეთს გადასცემდნენ ზეპირსიტყვიერად. შემდგომ, როცა ადამიანებმა ღმერთი დაივიწყეს და მეტად შესცოდეს, ღმერთმა უბრძანა მოსეს, მისი ყველა კანონი ჩაეწერა წიგნში, რათა არ დავიწყებოდათ. მოსემ დაწერა ხუთი წიგნი, რომელშიც ჩაწერილია, როგორ შექმნა არაფრისაგან ღმერთმა სამყარო, როგორ შექმნა ჩვენი წინაპრები ადამი და ევა, როგორ ცხოვრობდნენ სამოთხეში და როგორ შესცოდეს. შემდეგ ჩაწერა ნოეს, აბრაამის, ისააკის, იაკობის, იოსებისა და სხვა მამათა ისტორიები. აღწერა, როგორ ცხოვრობდნენ ისინი და როგორ სწამდათ ღმერთი. მან ჩაწერა ღვთის მიერ ებრაელი ერისათვის მიცემული კანონი. მოსეს შემდეგ წერდნენ: ისუ ნაველი, წინასწარ-მეტყველი სამოელი, მეფე დავითი, მეფე სოლომონი და წინასწარ-მეტყველები: ესაია, იერემია, დანიელი და სხვა თორმეტი წინასწარ-მეტყველი.

    ამ წმიდა მამათა ნაწერები შეადგენენ ბიბლიის ძველ აღთქმას.

   ახალი აღთქმა დაწერეს მახარებლებმა და მოციქულებმა. მათ დაწე-რეს ყველაფერი, რასაც აკეთებდა და ასწავლიდა იესო ქრისტე. ახალი აღთქმა შედგება 27 წიგნისაგან. პირველ ოთხს ეწოდება სახარება, ვინაიდან მასში ჩვენ, ცოდვილებს გვეხარება ჩვენს მხსნელზე და ცხონებაზე. ამიტომაც სახარების კითხვის წინ და შემდეგ იგალობება: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!”

  სხვა 23 წიგნი დაწერილი მოციქულების მიერ, რომელთაგან ერთს ეწოდება “საქმე წმინდათა მოციქულთა”, ის მოგვითხრობს სულიწმი-დის გარდამოსვლას მოციქულებზე, მათ მიერ სარწმუნოების ქადა-გებას და ქრისტეს ეკლესიის მოწყობას.

  დანარჩენი წიგნები დაწერილია ეპისტოლეებისა ან წერილების სახ-ით ახვადასხვა პირებისადმი, სხვადასხვა ადგილებში, სადაც ქრის-ტიანები ცხოვრობდნენ. სწორედ ეს მიმართვები იკითხება ეკლესიაში ლიტურგიაზე სახარების წინ.