საუკეთესო წიგნები - ბესო კუპრეიშვილი - სენტ ეგზუპერის წიგნზე „პატარა პრინცი“
ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი. დაიბადა 1900, ლიონი ( გარდაიცვალა 1944) — იგი გახლავთ ფრანგი მწერალი და მფრინავი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებზე „პატარა უფლისწული“.
პატარა უფლისწული (ფრანგ. Le Petit Prince) — ალეგორიული ნოველაა; პირველად გამოქვეყნდა 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე. საფრანგეთში ნოველა გამოიცა ომის შემდეგ, 1946 წელს
პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე ხშირად თარგმნილი ფრანგულენოვანი წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ ბესტსელერს.
მოკლე შინაარსი:
მფრინავი იძულებულია თვითმფრინავი ავარიულად საჰარაში დასვას, სადაც ხვდება ერთ უცნაურ და უჩვეულო ბიჭუნას – ეს პატარა პრინცია. იგი სხვა პლანატიდანაა, რომელსაც ქვია ასტეროიდი ბ-612. მაშინ, როდესაც მფრინავი თვითმფრინავის მოტორის შეკეთებითაა დაკავებული, პატარა პრინცი დედამიწაზე საკუთარი თავგადასავლის მოყოლას იწყებს. ყვება უჩვეულო ვარდის ნარგავზე, რომელიც შინ დატოვა. კიდევ იხსენებს ასტეროიდს, სადაც სამი ვულკანია. ორი მოქმედი და ერთი ჩამქრალი. პატარა რინც უყვარს მზის ჩასვლის ყურება. მის პატარა პლანეტაზე ის ათეულობით ხდება. პლანეტა ძალიან პატარაა. პატარა რინცი ბედნიერია თავის პლანეტაზე, ამიტომ გადაწყვიტავს შეისწავლოს სამყარო, თუ რა ხდება ამ სამყაროში იმის გარდა, რაც უკვე იცი, და იწყებს მოგზაურობას. აი, ამ მოგზაურობის დროს მოვდება იგი დედამიწაზე და გაიცნობს მფრინავს, რომელიც საჰარაში ჩამოვარდა და მოტორის შეკეთებითაა დაკავებული .
მაგრამ მამანმდე პატარა პრინცი გაიცნობს მეფეს, რომელსაც გონია, რომ ვარსკვლავებს განაგებს, თამოყვარეს, რომელსაც უნდა, რომ გარშემო მყოფნი მისით აღფრთოვანდნენ, ლოთს, რომელიც სვამს იმიტომ, რომ ცხვენია რომ სვამს. საქმან ადამაინს, რომელიც მუდამ ვარსკვლავებს ითვის და საკთარ ჰქონია, რადგან ვარსვლავები არავისია, მეფარნეს რომელიც სიტყვის კაია და წუთში ერთხელ აქრობს, ხოლოდ შემდეგ ანთებს ფარანს. გეოგრაფს, ომელიც წიგნში მოგზაურთამოონებებს იწერს, თავად ი არ მოგზაურბს, რადგად გეოგრაფია და არა მოზაური. აი, სწორედ გეორგრაფის რჩევით ეწვევა პატარა პრინცი დედამიწას.
შინაარსის გარდა, წიგნში გვხვდება ნახატები, რომელიც თავად ავტორმა შეასრულა. არა ნაკლებ ცნობილი და დასამახსოვრებელი ვირდე თავად ტექსტ. ეს ნახატები არ არის მხოლოდ ილუსტრაცია. არამედ წიგნის პერსონაჟთა მიერ განხილვისა და დაკვრვების საგანია. ერთგვარი ვიზუალური ლექსიკონია, რომელსაც თარგმანი არ სჭირდება.
მთავარი გმირები:
პატარა პრინცი
მფრინავი
ვარდი – (ცოლის პროტოტიპია – კონსუელო)
მელა
ციტატა:
„რადგან ყველა უფროსი, ჯერ პატარი იყო, მხოლოდ ცოტას თუ ახსოვს ეს“ – ასე იწყება წიგნი, ჩვენ კი ამით დავასრულოთ გადაცემა.
|
„შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“. |
დასკვნა:
პატარა უფლისწულზე გაკეთდა მრავალი აუდიო ჩანაწერი, დაიდგა სპექტაკლები, ბალეტები, ოპერები, გადაიღეს ფილმები.
ბიოგრაფია
დაიბადა 1900 წელს. მისი ოჯახი საფრანგეთის არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. ანტუანს ხუთი ძმა და ერთი და ჰყავდა. 1904 წელა მამა ცერებრალური ჰემორაგიით გარდაიცვალა. რის შემდეგაც დედა მარტო ზრდიდა შვილებს. ანტუანთან დედას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ დედისგან მიიღო ის ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეიარჩუნა: პატიოსნება, სხვისი პატივისცემა, ჰუმანიზმი. 1917 წელს შევიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.
ანტუანის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა 1921 წელს, როცა გაიწვიეს ჯარში და მოხვდა პილოტთა კურსზე.
მხოლოდ 1925 წელს მიაგნო ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა თავის ნამდვილ მოწოდებას – გახდა კომპანია “აეროპოსტალის” პილოტი, რომელსაც საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე. ორი წლის შემდეგ იგი დანიშნეს კაპ-ჯუბის აეროპორტის უფროსად, საჰარასთან ახლოს.
1941 ში ნიუ იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები “პატარა უფლისწული“. 1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
დიდი ხნის მანძილზე სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს, მარსელთან ახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იყო იმ გამომცემლობის მისამართი, რომეშიც გამოიცემოდა სენტ-ეგზიუპერის წიგნები. 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის ცნობილი.