ქართული ხალხური ზღაპრებიდან სათავგადასავლო ლიტერატურამდე; ხანგრძლივი „განშორების“ შემდეგ პროფესიის გამო გადაკითხული ბავშვობის წიგნები, მათგან მიღებული ემოციების დაბრუნება და ახალი თვალით დანახული დეტალები; დედისა და ბებიის წყალობით „გაუგებრობების“ გარეშე გავლილი წიგნების „უღრანი ტყის“ უცნობ ბილიკებზე აღმოჩენილი საყვარელი პერსონაჟები; ბავშვობაში კონსპირაციულად წაკითხული „დეკამერონის“ პროფესიული „რევიზია“ წლების შემდეგ; ახალი ტექსტის კითხვისას „დავიწყებული“ რეჟისორის პროფესია, რომელიც მხოლოდ მაშინ ერთვება პროცესში, როცა წიგნში აღწერილი მოვლენები და პერსონაჟები მკითხველს მოსვენებას არ აძლევენ.
სატელეფონო ჩართვა – გოჩა კაპანაძე, რეჟისორი, მსახიობი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: