პიკის საათი - 05.10.2023
პიკის საათი - 05.10.2023

1) თბილისის მუზეუმების გაერთიანება ღია კარის დღეზე გიწვევთ

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ უმსპინძლებს.

დამთვალიერებლებს ჩაუტარდებათ ექსკურსიები, მოისმენენ და გაეცნობიან მემორირებული პირების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ასევე ჩატარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები.

რესპონდენტი: ირმა დოლიძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი.

 

2) „ფარდის მიღმა“

თეატრი, როგორც არაფორმალური განათლების სივრცე. რეჟისორი, როგორც მასწავლებელი და მასწავლებლის შტატი თეატრში. რამდენად ინარჩუნებს 21-ე საუკუნის ქართული თეატრი მთავარ ფუნქციას?

რესპონდენტები: ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე,

გოჩა კაპანაძე – რეჟისორი,

დიმიტრი ხვთისიაშვილი – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

3) კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“ დასრულდა

2023 წლის  გამარჯვებულები:

I ადგილი: ნათია როსტიაშვილი – „ფუტკარი ბარამბოს ტოტზე“

II ადგილი: თამთა დოლიძე – „ამ ომში არავინ დაბერდება“

III ადგილი: სოფიო კუბლაშვილი – „მესამე მე“

სტუმრები: ნათია როსტიაშვილი,  თამთა დოლიძე,

სოფიო კუბლაშვილი – კონურსის გამარჯვებულები.

 

4) ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის

მწერალთა სახლი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ერლომ ახვლედიანის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად ტარდება.

ავტორი: ეკა ტალახაძე.

 

5) ახალი ბანას ვაჟთა ახალგაზრდული გუნდი ორი წლისაა

ორი წლის წინ სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდა ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და ქართულმა საეკლესიო გალობამ გააერთიანა.

ვინ არიან გუნდის წევრები და როგორია ანსამბლის რეპერტუარი?

სტუმარი: ლაშა გელაშვილი – ანსამბლის დირექტორი.

წამყვანი მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: