ველოპერების ფესტივალი Devfest თბილისი 8 სექტემბერს ტექნოპარკში ჩატარდება. დევფესტი თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფის (GDG თბილისი) ორგანიზებით, კომპანია Google-თან და Fintech.ge- თან პარტნიორობით გაიმართება. ერთი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს, ჩაერთონ დისკუსიებში ან უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი უცხოელი და ქართველი გამომსვლელი, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, ADOBE და სხვა. ერთდღიანი დევფესტი განკუთვნილია დეველოპერებისთვის, დიზაინერების, ციფრული პროდუქტის მენეჯერებისთვის, მათთვის ,ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები. გადაცემაში „სახლისკენ“ დევფესტის დეტალებზე, ამავე ფესტივალის ორგანიზატირმა, ტატო კუტალიამ ისაუბრა.