#სახლისკენ - ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
#სახლისკენ - ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი „შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს“ მასპინძლობს. პიანისტ ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი წელს მეშვიდედ ტარდება, ამჯერად ბათუმის დრამატულ თეატრში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, გამოფენა, პოეზიის საღამო, წიგნის პრეზენტაცია, მოეწყობა არტბანაკი ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით ტარდება . ხვალ 20 საათზე, ფესტივალი, ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება და 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება. დღეს, რიგით მეოთხე საღამოა დაგეგმილი, გადაცემას „სახლისკენ“ ბათუმიდან, კონცერტის დაწყებამდე ჩაერთო ფესტივალის დამფუძნებელი, პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე, რომელმაც განვლილ და დაგეგმილ საღამოებზე ისაუბრა.