საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. ისტორიაში სტალინური „წითელი ტერორის“ სახელით შესული მასობრივი რეპრესიები საზოგადოების ყველა ფენასა და ასაკობრივ კატეგორიას შეეხო. რეპრესიების შედეგად ქართველმა სახელოვნებო საზოგადოებამაც უდიდესი დარტყმა განიცადა. რეპრესიებს შეწირული ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მხატვრების უმეტესობის სამხატვრო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ათწლეულებს ითვლიდა და ისინი ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების ავანგარდში იდგნენ.
სატელეფონო ჩართვა: ეკა კიკნაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველი, პროექტის ავტორი.