„მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქალების მიმართ არსებობს სხვადასხვა მოლოდინები, სტერეო ტიპები, დაკვეთები თუ ვალდებულებები. როგორები უნდა ვიყოთ, რა არის ჩვენი საკეთებელი საქმე, სად არის ჩვენი ადგილი, რომელი პროფესია უფრო შეგვეფერება, რა გვეპატიება და რა არა, რა ფუნქციით გავჩნდით და მეტიც, ხშირად სხვები გვინსაზღვრავენ უნდა ვიცოცხლოთ თუ არა! მარტო გასულ წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 55 000 ქალი მოკლეს, ძალადობის შედეგად. საქართველოში კი ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია. სტატისტიკა მართლაც არასახარბიელოა. სწორედ ეს სტატისტიკა მიჩვენებს, რომ ახლა ამ პოსტს კითხულობს უამრავი ქალი რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის! გვინდა მოგიწოდოთ ქალებს: იყავით ძლიერები,გამბედავები, ორიგინალურები და იბრძოლეთ საკუთარი უფლებებისთვის.“
სტუმარი: ხათუნა კეთილაძე – პროექტის ავტორი, ჟურნალისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: