#სახლისკენ - წელს გამოცდებს 23 მსჯავრდებული აბარებს
22:48, 07.07.2021
პენიტენციური დაწესებულებებიდან 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 23 მსჯავრდებული მონაწილეობს. მათ გადაყვანას საგამოცდო ცენტრებში სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს. როგორ ემზადებოდნენ მსჯავრდებულები გამოცდებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის კონკურსში გამარჯვებას? – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა ინგა სარჯველაძემ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: