როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, რა თვისებები და უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ჩანაფიქრისა და მიზნის მიღწევა შევძლოთ. გადაცემას „სახლისკენ“ ეწვივნენ ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი ეკატერინე ჩიგოგიძე და იოგის, მედიტაციის ინსტრუქტორი, საერთაშორისო ფონდის „Art of Living“ -ის წარმომადგენელი ქეთევან ჩიგოგიძე. თუ რა განასხვავებს წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ კმაყოფილი ვიყოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხით და შედეგებით – ეს არის შეკითხვები, რომლებზე პასუხს სწორედ მათგან მოვისმინეთ.