რამდენად პოპულარულია ველოსიპედი თბილისში, არის თუ არა კომფორტული ქალაქის ქუჩები ველოსიპედით გადაადგილებისათვის და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ველოსიპედით სიარული უსაფრთხო იყოს? რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ველომოყვარულებმა ველოსიპედის არჩევისას და რა აუცილებელი წესები უნდა დაიცვან უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის? ორგანიზაცია Caucasus Cycling Network ველომოყვარულებს ეპატიჟება მხიარულ ველოტურში, რომელიც 25 დეკემბერს საღამოს 18 სთ-ზე გიგანტური ველოსიპედიდან დაიწყება და საშობაო-საახალწლო განწყობის შესაქმნელად მონაწილეებს სადღესასწაულო „დრესკოდისა“ და ატრიბუტიკის გამოყენებას სთავაზობს.
სტუმარი – ველოტურის ორგანიზატორი ირაკლი ქსოვრელი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: