#სახლისკენ - „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე დამზადებული ხის სამაგიდო სათამაშოების გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დღეს ახალგაზრდა ხელოვანისა და ფილოლოგის ლევან გელაშვილის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილ სამაგიდო თამაშების გამოფენასა და შეჯიბრებას მასპინძლობს. ასევე, ღონისძების ფარგლებში საგანგებოდ ერთი დღით ე. წ. „წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი გამოიფინა. გადაცემას „სახლისკენ“ ღონისძიების მიმდინარეობისას ჩაერთნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური და სამაგიდო თამაშების ავტორი ლევან გელაშვილი.