2019 წლის 29 მარტიდან ეივონისა და ევროპა დონას ერთობილი ძალისხმევით, და ეივონის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით, ამოქმედდება „ვარდისფერი სივრცე“. ცენტრი, რომლის კარი ღიაა ონკოპაციენტებისათვის, რომლებიც ძუძუს კიბოს დიაგნოზს ებრძვიან. „ვარდისფერი სივრცის“ მიზანია პაციენტთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების გზებზე. „ვარდისფერი სივრცის“ პერსონალი დაეხმარება ონკოპაციენტებს, რეგისტრაცია გაიარონ შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში – და მოიპოვონ შეღავათები გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზე.
სტუმარები: ანა მაზანიშვილი – ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი. ასმათ მიქაძე –პაციენტი.