„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმაინება. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. აღნიშნულ თემაზე , გადაცემაში „სახლისკენ“ ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტმა, ანა მაზანიშვილმა და ჯეპრას კონსულტანტმა, ელენე თაყაიშვილმა ისაუბრეს.