- მდიდრული მზითევის იმედით სომეხ ქალზე დაქორწინებული ქართველი თავადის გაწბილებული მოლოდინი, რომელსაც თანამედროვეებმა სახუმარო ლექსი მიუძღვნეს და ადრე დაქვრივებული პაპიდა, რომელსაც ვანო მაჩაბელის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის; 8 წლის ვანო მაჩაბელის მიერ ტაძარში წაკითხული „სამოციქულო“ ეკატერინე გაბაშვილის მოგონებებში, ვანოს პაპიდის ოცნება საკუთარი აღსაზრდელის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობაზე და ორბელიანების სასახლის კარის ეკლესიაში თამარაშენიდან ახალჩამოყვანილი პატარა „ხმაბულბულა“ ვანოს მოსმენით გულაჩუყებული გრიგოლ ორბელიანი; არდადეგებზე შინ დაბრუნებული უფროსი ძმისგან პირველად გაგონილი ილია ჭავჭავაძის სახელი, გიმნაზიაში დიდი წარმატებით „დაჭერილი ეგზამენებით“ პირდაპირ მეორე კლასში ჩარიცხვის წყალობით ადრე დამთავრებული სასწავლებელი და კერძო მასწავლებლად მუშაობა პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოლოდინში; პეტერბურგის უნივერსიტეტში ერთდროულად დამთავრებული საბუნებისმეტყველო და იურიდიული ფაკულტეტები; პეტრე უმიკაშვილი – გიმნაზიის მასწავლებელი, რომელმაც მაჩაბელი თეატრალურ ხელოვნებას აზიარა; ლეგენდები და სინამდვილე ვანო მაჩაბელის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ – დიდი სიყვარულის მიუხედავად მოულოდნელად ჩაშლილი ქორწინება, ვანო მაჩაბელის სხვა ქალზე ქორწინების დღეს დაბადებული ამ სიყვარულის „უკანონო“ ნაყოფი, რომელიც 1937 წელს რეპრესიებს ემსხვერპლა.
სტუმარი – საბა მეტრეველი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, არტკრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: