7 თებერვალს XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანი – სერგო ქობულაძე დაიბადა. იგი ისეთივე დიდი მეცნიერი იყო, როგორიც – მხატვარი.
წიგნში „უცნობი სერგო ქობულაძე“ წარმოდგენილია მისი გამოუქვეყნებელი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე თავმოყრილია თანამედროვეთა მოგონებები, დოკუმენტური მასალა, უბის წიგნაკის ჩანაწერები და მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომები, რომლებიც დღემდე შესასწავლია.
სატელეფონო ჩართვა: მარიამ გაჩეჩილაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროექტის „უცნობი სერგო ქობულაძე“ ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: