საიდან იღებს სათავეს მდინარე ილტო, სად მდებარეობს და რომელ საერისთავოს ეკუთვნოდა ისტორიულად ილტოს ხეობა? ვინ ცხოვრობდა ხეობაში და ვისი სასახლის გალავნის ნანგრევებია დღემდე შემორჩენილი? რატომ დაიცალა გასული საუკუნის 80-იან წლებში ხეობის სოფლები? წელიწადის რომელ დროს არის ყველაზე ლამაზი ილტოს ხეობა, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებისთვის ერთნაირად მიმზიდველია როგორც ეთნოკულტურით და ადგილობრივი სამზარეულოთი, ასევე მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, განსაკუთრებით ეკოტურიზმის მიმდევრებისთვის. თბილისთან ილტოს ხეობის სიახლოვე კი ხანმოკლე ლაშქრობით დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
გადაცემის სტუმარი, მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი).