ვისაც გააზრებული აქვს, რომ თანამედროვე ტენდენციებისა თუ ჩვენი უდიერი მოპყრობის გამო დღეს გაქრობის საფრთხის წინაშე დგას ქართველური ენები (მეგრული, ლაზური და სვანური), ამ წიგნით შეუძლია გაუმკლავდეს რთულ გამოწვევას. გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ მომზადებული, თავისი მნიშვნელობითა და აქტუალობით გამორჩეული წიგნი, მათთვის, ვისაც მეგრულის სწავლა სურს და არ იცის როგორ; მეგრული ენის თვითმასწავლებელი და წიგნის აუდიოვერსია, რომლის აუდიოვერსიაც საზოგადოებრივი მაუწყებელიც მონაწილეობით შეიქმნა; წიგნი და შესაბამისი აუდიოვერსია დაახლოებით 1 თვეში იქნება ხელმისაწვდომი დაინტერესებული ადამიანებისათვის, სამომავლოდ კი სვანურისა და ლაზური ენის თვითმასწავლებლების გამოცემაც იგეგმება.
სატელეფონო ჩართვა: ბუბა კუდავა – ისტორიკოსი, მეცნიერი, გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: