სვანეთის ადგილწარმოშობის ბრენდინგის შექმნისთვის 2020 წლის დასაწყისში პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულები ფინური კომპანია – Werkling და ადგილობრივი საკონსულტაციო სააგენტო – Watergunz სვანეთის ვიზუალურ და სტრატეგიულ ბრენდინგზე იმუშავებენ, რაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის სწორი მიმართულებით განვითარებას, ძლიერ პოზიციონირებასა და ასევე, პოსტკრიზისულ პერიოდში, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს. რა იგეგმება იმისთვის, რომ სვანეთის რეგიონი სწორად და მიმზიდველად პოზიციონირებდეს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, გიამბობთ სტუმარი, საკონსულტაციო სააგენტოს Watergunz-ის დამფუძნებელი ბაჩო მებურიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: