#სახლისკენ - სტუდენტებთან ერთად - საარქივო მასალების „გაციფრება“
#სახლისკენ - სტუდენტებთან ერთად - საარქივო მასალების „გაციფრება“

ა(ა)იპ -ის „კულტურა მომავლისათვის“ პროექტი – „ქართული ხელნაწერი მუსიკოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომობის ზრდა სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის“, „შემოქმედებითი საქართველოს“ პროგრამის – „კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული ქართველი მუსიკოლოგების ნაშრომების ელექტრონული ვერსიების შექმნა. სამეცნიერო შრომების ტექსტების აკრეფაზე მუშაობდა 19 სტუდენტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლიდან. მასალები გადაეცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მათი გადარჩევის, შეფასების, ეტაპობრივად ხელმისაწვდომობისა თუ გამოცემის მიზნით.

სატელეფონო ჩართვა: რუსუდან კვალიაშვილი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი, ალტისტი, პროექტის მონაწილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: