#სახლისკენ - ვირტუალური გამოსავალი ანუ ნოეს კიდობანი არტისტებისთვის
#სახლისკენ - ვირტუალური გამოსავალი ანუ ნოეს კიდობანი არტისტებისთვის

1. FM ნავიგატორი – რა მიიღო საჩუქრად მარგარეტ ქენანმა 91-ე დაბადების დღეზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის დასაწყისს დაემთხვა? მოახერხებს თუ არა ჩინეთი წარმატებით განახორციელოს პროექტი, რომლის საშუალებითაც ამინდის მოდიფიცირება იქნება შესაძლებელი და ტერიტორიის რა ფართობის გაწვდება ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც ამის უზრუნველყოფა შეეძლება? რით განსხვავდება კომპანია Upterra-ს ახალი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი და რა უპირატესობები აქვს მას მანამდე არსებულ მოდელებთან შედარებით? როგორ არღმოჩნდა დევიდ ბოუის პატივსაცემად გამოშვებული სამახსოვრო მონეტა დედამიწის ატმოსპეროში, მუსიკის კიდევ რომელ ლეგენდებს ერგოთ ეს პატივი და რა ბედი ეწევა მონეტას დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ? რომელი ადგილი მიაკუთვნა ბრიტანულმა გამოცემა Guardian-მა ლევან აკინის ფილმს And Then We Danced 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაში, რომელშიც სულ 50 ფილმია შესული?

2. ჰოლოზეუმი – ადგილი, სადაც მრავალგანზომილებიანი პროექციების სამყაროში მოზაურობაა შესაძლებელი;

3. Art Inception Georgia – პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საგანგებოდ შეიქმნა იმისთვის, რომ ქართველმა ხელოვანებმა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად შეუფერხებლად შეძლონ თანამემამულე და უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაცია, განვითარება და საკუთარი იდეების განხორციელება, ან ნამუშევრების დემონსტრირება და პოპულარიზაცია;

4. საზოგადოება არტისტებისთვის – დახურული თეატრები, გალერეები, შეჩერებული კონცერტები, დაკეტილი წიგნის მაღაზიები – ხელოვანები მძიმე რეალობის წინაშე და „კოვიდ სტიპენდია“ როგორც მაშველი რგოლი ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების გადასარჩენად.

5. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პრიპეტიები თორნიკე ბერიშვილის რუბრიკაში „აღმოაჩინე ამერიკა“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: