#სახლისკენ - თბილისს ცნობილი მწერალი და მთარგმნელი მონიკა ზგუსტოვა სტუმრობს
წარმოშობით ჩეხმა მონიკა ზგუსტოვამ განათლება ამერიკაში – ჩიკაგოსა და ილინოისის უნივერსიტეტებში მიიღო. იგი ორმოცი წელია, რაც ბარსელონაში ცხოვრობს. თარგმნილი აქვს მილან კუნდერას, ბოჰუმირ ჰრაბალის, ვაცლავ ჰაველის ნაწარმოებები ესპანურად. ასევე ანა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევას პოეზია. წერს მოთხრობებს და რომანებს. მისი ნაწარმოებების გმირები უპირატესად საინტერესო ბიოგრაფიის ქალები არიან. სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა – მწერალმა, მთარგმნელმა მონიკა ზგუსტოვამ და თსუ დასავლური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა – მანანა გელაშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: