#სახლისკენ - თბილისის წიგნის დღეები წინასაახალწლოდ ექსპო ჯორჯიაში
#სახლისკენ - თბილისის წიგნის დღეები წინასაახალწლოდ ექსპო ჯორჯიაში

წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეები – ეს არის წიგნის ბაზრობა, რომელიც აერთიანებს გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ ინსტიტუტებსა და წიგნის სექტორის სხვა წარმომადგენლებს. ვრცელ კულტურულ პროგრამასთან ერთად, წელს დამთვალიერებელს ელოდება წინასაახალწლო ბაზრობის კუთხე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები, სუვენირები და საახალწლო საჩუქრები; გამოფენის ორგანიზატორების მიზანია ვიზიტორთათვის ერთდროულად საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით დატვირთული გარემოს შექმნა და მათთვის ახალი თარგმანების, წლის ბესტსელერების, საბავშვო ლიტერატურის საგანგებო ფასდაკლებით შეთავაზება, წიგნის მოყვარულებისათვის ქართველ მწერლებთან, მთარგმნელებთან ან გამომცემლებთან შეხვედრისა და საინტერესო სემინარებზე ან პრეზენტაციებზე დასწრებისათვის ხელშეწყობა; წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეები 17, 18, 19 დეკემბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.

სტუმარი – ექსპო ჯორჯიას გამოფენების ცენტრის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი თეონა თავაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: