#სახლისკენ - თბილისის საკრებულოში წიგნის- ,,თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში“ წარდგენა გაიმართება
წიგნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დედაქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ასახავს. კერძოდ, გაშუქებულია საუკუნის წინანდელი თბილისის თვითმმართველობისა და ქალაქის თავების საქმიანობა, წარმოჩენილია თბილისის ეკონომიკური მდგომარეობა, კრიმინალური ვითარება და სხვა. ამ კრებულის გამოცემის მიზანსა და მნიშვნელობაზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას წიგნის რედაქტორმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა აბაშიძემ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: