თბილისის მერიის ბიგ ბენდმა დღეს გახსნა თავის ტრადიციული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბენდი მიდის უმაღლეს სასწავლებლებში და სტუდენტებს კონცერტებით ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას, პირველკურსელებს კი ულოცავს სტუდენტობას. წლევანდელი პროექტი კონცერტით თეატრალურ უნივერსიტეტში გაიხსნა. პროექტის მიზანზე და დაგეგმილ კონცერტებზე, ბიგ ბენდის დამფუძნებელმა, გაიოზ კანდელაკმა ისაუბრა.