წლევანდელი, მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის თემაა „შინ“ – სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში, როგორც ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ნაწილი;
საფესტივალო პროგრამაში წელს 11 ქვეყნის 14 ავტორი მონაწილეობს;
საფესტივალო კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, შეხვედრები ავტორებთან და დისკუსიები, რომლებიც გამოეხმაურება უკრაინაში მიმდინარე ომსა და თანამედროვე მსოფლიოში განვითარებულ სხვა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს;
თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 9-14 სექტემბერს გაიმართება.
სტუმარი: შოთა იათაშვილი, პოეტი, მთარგმნელი, ფესტივალის კურატორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: