UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ეს სტატუსი ნიშნავს ქალაქის, როგორც მთავარი კულტურული ცენტრის აღიარებას. წინა წლების სტატისტიკის თანახმად, წიგნის მსოფლიო დედაქალაქს 500 000-დან 1 000 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. ამ თემაზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა- ნინია მაჭარაშვილმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: